დავხვეწეთ პრეზენტაცია და ავტვირთეთ დრაივზე.
გავიხსენეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.
ჩვენი პროექტისათვის ნიმუშის მიხედვით შევქმენით საავტორო უფლებების რუბრიკა.
ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შევქმენით პროექტის პრეზენტაცია.
დავხვეწეთ ჩვენი საინფორმაციო ბუკლეტი. დავუბრუნდით გეგმის შაბლონს სადაც საუბარი გვქონდა საგნობრივ სტანდარტებსა და ინდიკატორებზე. ვისაუბრეთ პროექტის მიზნებსა და შედეგებზე.
შევქმენით ბლოგი, გამოვაქვეყნეთ პირველი ინფორმაცია. ვისაუბრეთ თუ რა როლი აქვს პუბლიკაციას პროექტის განხორციელებასი. გადმოვწერეთ პროექტის გეგმის საბლონი და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.